logo_geo
ნაგეთსი, რომელიც თამაშ Among Us-ის პერსონაჟს ჰგავს, eBay-ზე $100 ათასად გაიყიდა
- +

7 ივნისი. 2021. 01:30

 

აშშ-ში, eBay-ზე $99 997 დოლარად გაიყიდა McDonald's-ის ნაგეთსი, რომელიც თამაშ Among Us-ის პერსონაჟს ჰგავს. ამის შესახებ The Verge-ი წერს.

 

გამოცემის ინფორმაციით, გამყიდველი - მომხმარებელი Polizna - წერს, რომ ნაგეთსი კორეულ ჯგუფ BTS-ისადმი მიძღვნილ კომბო-ნაკრებში აღმოაჩინა. ნაგეთსი გასაყიდად 28 მაისს გაიტანეს, მისი თავდაპირველი ღირებულება მხოლოდ 99 ცენტი იყო. მისი შეძენის სურვილი 184-მა მომხმარებელმა გამოთქვა.

 

პროდუქტის ვარგისიანობის ვადა 14 დღეა, გამყიდველი პირობას დებს, რომ მყიდველს მას ამ ვადის გასვლამდე მიაწვდის.

 

https://imedinews.ge/ge/tabloidi/204893/nagetsi-romelits-tamash-among-usis-personajs-hgavs-ebayze-100-atasad-gaikida

 

 

big_banner
არქივი