სამხრეთაფრიკელმა ქალმა ახალი რეკორდი დაამყარა - ერთდროულად 10 ბავშვი გააჩინა. წინა რეკორდი - ერთად 9 ბავშვი - მალელ ქალს ეკუთვნოდა. ინფორმაციას ადგილობრივი პორტალი IOL ავრცელებს.
პორტალის ინფორმაციით, 37 წლის გოსიამე თამარა სიტხოლეს ფეხმძიმობის 29 კვირას (მე-8 თვის დასაწყისი) 7 ბიჭი და 3 გოგონა შეეძინა. ექოსკოპიით თავდაპირველად 6 ბავშვი ჩანდა, შემდეგ - 8, საბოლოოდ კი 10 ბავშვი დაიბადა.
„ვერ ვიჯერებდი, ღმერთის ერთ-ერთ რჩეულად ვგრძნობდი თავს, ასეთი წყალობა გადმოვიდა ჩემზე მაშინ, როცა ბევრს ბავშვები უნდათ. მე ვაფასებ ამ სასწაულს“, - განაცხადა ბავშვების მამამ ტებოხო ცოტეციმ.
მედიის ცნობით, 10 ტყუპის მამა უმუშევარია.