logo_geo
სამხრეთ აფრიკაში ქალმა 10 ბავშვი გააჩინა
- +

9 ივნისი. 2021. 17:16

 

 

სამხრეთაფრიკელმა ქალმა ახალი რეკორდი დაამყარა - ერთდროულად 10 ბავშვი გააჩინა. წინა რეკორდი - ერთად 9 ბავშვი - მალელ ქალს ეკუთვნოდა. ინფორმაციას ადგილობრივი პორტალი IOL ავრცელებს.

 

პორტალის ინფორმაციით, 37 წლის გოსიამე თამარა სიტხოლეს ფეხმძიმობის 29 კვირას (მე-8 თვის დასაწყისი) 7 ბიჭი და 3 გოგონა შეეძინა. ექოსკოპიით თავდაპირველად 6 ბავშვი ჩანდა, შემდეგ - 8, საბოლოოდ კი 10 ბავშვი დაიბადა.

 

„ვერ ვიჯერებდი, ღმერთის ერთ-ერთ რჩეულად ვგრძნობდი თავს, ასეთი წყალობა გადმოვიდა ჩემზე მაშინ, როცა ბევრს ბავშვები უნდათ.  მე ვაფასებ ამ სასწაულს“, - განაცხადა ბავშვების მამამ ტებოხო ცოტეციმ.

 

მედიის ცნობით, 10 ტყუპის მამა უმუშევარია.

 

 

 

 

big_banner
არქივი