logo_geo
ჯო ბაიდენის ვიზიტი ევროპაში 10 ივნისს ბორის ჯონსონთან შეხვედრით დაიწყება
- +

9 ივნისი. 2021. 21:28

 

 

აშშ-ის პრეზიდენტის რანგში ჯო ბაიდენის პირველი ოფიციალური ვიზიტი საზღვარგარეთ ხვალ დაიწყება. „ბიბისის“ ცნობით, ჯო ბაიდენი ევროპაში უკვე გაფრინდა.

 

რვადღიანი ვიზიტი 10 ივნისს ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან, ბორის ჯონსონთან შეხვედრით დაიწყება. ჯო ბაიდენი ასევე გამართავს შეხვედრას ბრიტანეთის დედოფალთან. ამის შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტი და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი დიდი შვიდიანის სამიტში მიიღებენ მონაწილეობას.

 

მსოფლიოს წამყვანი ეკონომიკების შეხვედრაზე განხილვის მთავარი თემა „კოვიდ-19“-ის პანდემიის დაძლევა, ასევე კლიმატური ცვლილებები და ვაჭრობა იქნება. 14 ივნისს აშშ-ის პრეზიდენტი ნატო-ს სამიტში მიიღებს მონაწილეობას. ალიანსის 30 ლიდერი მხოლოდ ორსაათნახევრიან სესიას გამართავს. შეხვედრის შემდეგ საერთო კომუნიკე გამოქვეყნდება, რომელიც ავღანეთიდან ჯარების გაყვანის, კიბერსივრცის გამოწვევების, ხელოვნური ინტელექტის, სარაკეტო თავდაცვისა და დეზინფორმაციის საკითხებს მოიცავს.

 

ბაიდენის პრეზიდენტობის დროს აშშ-რუსეთის პირველი სამიტი შვეიცარიაში 16 ივნისს გაიმართება. რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან ჯო ბაიდენი შეიარაღების კონტროლზე, უკრაინის კონფლიქტზე, რუსეთის კიბერთავდასხმებზე, კლიმატურ ცვლილებებსა და რუს ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის პატიმრობაზე ისაუბრებენ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner big_banner
არქივი