logo_geo
ჯო ბაიდენი: ვლადიმერ პუტინს გავაგებინებ, რომ ამერიკა დაბრუნდა
- +

10 ივნისი. 2021. 02:30

 

 

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინს გააგებინებს, რომ ამერიკა დაბრუნდა.

 

ჯო ბაიდენმა ასევე აღნიშნა, რომ ვაშინგტონს მოსკოვთან კონფლიქტი არ სურს, თუმცა რუსეთის მავნე ქმედებებს პასუხს გასცემს.

 

„რუსეთთან კონფლიქტს არ ვეძებთ. სტაბილური და პროგნოზირებადი ურთიერთობები გვსურა. ჩვენს ქვეყნებს დიდი პასუხისმგებლობა აკისრიათ სტრატეგიული სტაბილურობის საკითხში. თუმცა მე მკაფიოდ განვაცხადე, რომ მტკიცედ და მნიშვნელოვნად ვუპასუხებთ რუსეთის მთავრობის მავნე საქმიანობაში ჩართულობას“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

 

ჯო ბაიდენის თქმით, აშშ-სა და ევროპაში სუვერენიტეტისა და დემოკრატიის შელახვას შედეგები მოჰყვება.

 

„ტრანსატლანტიკური კავშირი დიდი ბრიტანეთისთვის, ევროპასა და ამერიკისთვის ძალის მნიშვნელოვან წყაროდ რჩება. უეჭველია, რომ აშშ დაიცავს ჩვენს ღირებულებებსა და ინტერესებს“, - განაცხადა ამერიკის ლიდერმა.

 

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი დიდ ბრიტანეთში ჩავიდა, საიდანაც მისი ევროპული ტურნე იწყება.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი