logo_geo
მუმბაიში საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევას სულ მცირე 11 ადამიანი ემსხვერპლა
- +

10 ივნისი. 2021. 11:55

 

მუმბაიში საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევას სულ მცირე 11 ადამიანი ემსხვერპლა.

 

ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

 

დაღუპულებს შორის რვა ბავშვია. ამასთან, ოფიციალური პირების თქმით, ჰოსპიტალიზებულია რვა ადამიანი.

 

ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, ნანგრევებში შესაძლოა, უფრო მეტი ადამიანი იყოს მოყოლილი.

 

ადგილზე მობილიზებულია მძიმე ტექნიკა და სამაშველო სამსახური.

 

big_banner
არქივი