logo_geo
ევროკავშირის ლიდერები COVID-19-ის პანდემიის წარმოშობის შესახებ შეუზღუდავი გამოძიების ჩატარებას მოითხოვენ
- +

10 ივნისი. 2021. 14:11

 

ევროკავშირის ლიდერები COVID-19-ის პანდემიის წარმოშობის შესახებ შეუზღუდავი გამოძიების ჩატარებას მოითხოვენ.

 

„გამომძიებლებს სჭირდებათ სრული წვდომა იმაზე, რაც საჭიროა ამ პანდემიის წყაროს დასადგენად“, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

 

თავის მხრივ, ევროპული საბჭოს ხელმძღვანელმა, შარლ მიშელმა განაცხადა, რომ მსოფლიოს უფლება აქვს ზუსტად იცოდეს, თუ რა მოხდა.

 

26 მაისს აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა სპეცსამსახურებს კორონავირუსის წარმოშობის შესახებ გამოძიების გაძლიერება დაავალა.

 

25 მაისს თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ჩინეთი ბოლომდე არ იყო გამჭვირვალე COVID-19-ის წარმოშობის გამოძიებისას და საჭიროა სრული გამოძიება იმის დასადგენად, ვირუსი ბუნებრივად გავრცელდა თუ ლაბორატორიული შემთხვევის შედეგად.

 

30 მარტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის წარმოშობის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშში აღნიშნულია, რომ ვირუსის ლაბორატორიაში ინციდენტის შედეგად წარმოშობის ვერსია ნაკლებად სავარაუდოა.

 

big_banner
არქივი