logo_geo
პირი, რომელიც ემანუელ მაკრონს თავს დაესხა, სასამართლოს წინაშე დღეს წარდგება
- +

10 ივნისი. 2021. 14:12

 

პირი, რომელიც საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს თავს დაესხა, სასამართლოს წინაშე დღეს წარდგება.

 

თავდამსხმელი იდენტიფიცირებულია როგორც 28 წლის დამიან ტ. როგორც ფრანგული მედია იუწყება, ბრალდებულს კავშირი აქვს „ყვითელი ჟილეტების“ მოძრაობასთან.

 

8 ივნისს დრომის დეპარტამენტში მოსახლეობასთან შეხვედრის დროს ერთ-ერთმა მოქალაქემ საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს სილა გააწნა.

 

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ მასზე განხორციელებული თავდასხმა ცალკეული შემთხვევაა, რომლის გაზვიადებაც არ ღირს.

 

„ყველაფერი კარგადაა. ნუ გავაზვიადებთ ამ ინციდენტს. ვფიქრობ, ეს ცალკეული შემთხვევაა. ამ ინციდენტმა ჩრდილი არ უნდა მიაყენოს დანარჩენ მნიშვნელოვან საკითხებს, რომელიც უამრავი ადამიანის ცხოვრებას ეხება“, - აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

 

https://imedinews.ge/ge/msoflio/205537/piri-romelits-emanuel-makrons-tavs-daeskha-sasamartlos-tsinashe-dges-tsardgeba

 

 

big_banner
არქივი