logo_geo
იტალიაში 10-თვიანი კომიდან გამოვიდა ქალი, რომელსაც ტვინი მშობიარობის დროს დაუზიანდა
- +

10 ივნისი. 2021. 16:12

 

იტალიელი კრისტინა როსი 10-თვიანი კომიდან გამოვიდა. ამის შესახებ BBC წერს.

 

გამოცემის ინფორმაციით, 37 წლის ქალი 7 თვის ორსული იყო, როცა გულის შეტევა დაემართა. ეს გასული წლის ივლისში მოხდა. კლინიკაში გადაყვანის შემდეგ როსის საკეისრო კვეთა ჩაუტარეს, რის შედეგადაც მისი ქალიშვილი კატერინა დაიბადა. როსი კი ტვინის დაზიანების გამო ექიმებმა სამედიცინო კომაში შეიყვანეს.

 

რამდენიმე დღის წინ ქალმა თვალები გაახილა და პირველი სიტყვა - „დედა“ წარმოთქვა. „ამას არ ველოდით, ამდენი ტანჯვის შემდეგ ნამდვილ სიხარულს ვგრძნობთ“, - უთხრა ჟურნალისტებს როსის ქმარმა.

 

ახლა ოჯახი ავსტრიაშია, სადაც როსი რეაბილიტაციას გადის.

 

https://imedinews.ge/ge/msoflio/205574/italiashi-10tviani-komidan-gamovida-qali-romelsats-tvini-mshobiarobis-dros-dauzianda

 

 

big_banner
არქივი