logo_geo
ელისაბედ მეორე „დიდი შვიდეულის“ ლიდერებს შეხვდა
- +

12 ივნისი. 2021. 00:57

 

 

დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ მეორე „დიდი შვიდეულის“ ლიდერებს შეხვდა.

 

ელისაბედ მეორე ასევე გაესაუბრა აშშ-ის პრეზიდენტსა და პირველ ლედის. ჯო ბაიდენისა და ელისაბედ მეორის ბოლო შეხვედრა 1982 წელს შედგა.

 

დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ მეორე აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს უინძორის სასახლეში 13 ივნისს უმასპინძლებს.

 

დღეს დიდ ბრიტანეთში „დიდი შვიდეულის“ სამიტი დაიწყო. „დიდი შვიდეულის“ სამიტი კორნუოლში ორი დღე გაგრძელდება.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი