logo_geo
ჯეფ ბეზოსთან ერთად კოსმოსში გამგზავრების მსურველი $28 მილიონს გადაიხდის
- +

13 ივნისი. 2021. 01:17

 

 

Amazon-ის მფლობელის ჯეფ ბეზოსთან ერთად კოსმოსში გამგზავრების მსურველი $28 მილიონს გადაიხდის. კოსმოსურ ხომალდზე ბეზოსის გვერდით ადგილი აუქციონზე ამ ფასად გაიყიდა. ინფორმაციას ორგანიზაცია Blue Origin ავრცელებს, რომელმაც აუქციონი გამართა.

 

ბეზოსის გვერდით ადგილი აუქციონში მონაწილე 107- ნომერმა $28 მილიონად იყიდა“, - განაცხადა აუქციონის წამყვანმა.

 

ამ დრომდე არაა დაზუსტებული, თუ ვის აქვს შანსი ორბიტაზე Amazon-ის მფლობელთან ერთად გავდეს. Blue Origin-ის ცნობით ინფორმაცია რამდენიმე კვირაში გასაჯაროვდება.

წყარო : wyaro
big_banner
არქივი