logo_geo
ბაიდენმა G7-ის სამიტზე სამეფო პროტოკოლი დაარღვია
- +

13 ივნისი. 2021. 13:31

 

შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და მისი მეუღლე ჯილი, G7-ის სამიტზე უფრო გვიან მივიდნენ, ვიდრე დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ II, რაც პროტოკოლის დარღვევაა.

 

დადგენილი წესებით, სამეფო ოჯახის წევრები ღონისძიებაზე ბოლოს უნდა მივიდნენ და პირველებმა დატოვონ იგი. ამრიგად, ყველა სტუმარი ვალდებულია, დედოფლის გამოჩენამდე მივიდეს ადგილზე.

 

საგულისხმოა, რომ ბაიდენი და მისი მეუღლე ჯილი, კორნუოლის საგრაფოში სამეფო ოჯახის წევრების მისვლიდან სულ რამდენიმე წუთში გამოჩნდნენ.

 

გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ის ლიდერის დაგვიანებას დედოფლის განწყობაზე გავლენა არ მოუხდენია, იგი მეგობრულად ესაუბრა სტუმრებს, მათ შორის ბაიდენსა და მის მეუღლეს.

 

big_banner
არქივი