logo_geo
იტალიაში სროლას მამაკაცი და მისი ორი შვილიშვილი ემსხვერპლა
- +

13 ივნისი. 2021. 18:06

 

იტალიის ქალაქ არდეას ქუჩაში უცნობმა პირმა სროლა დაიწყო, რის შედეგადაც ხანში შესული მამაკაცი და მისი ორი შვილიშვილი დაიღუპა.

 

იტალიური მედიის ცნობით, სროლის შედეგად დაშავებული 3 და 8 წლის ბავშვები შემთხვევის ადგილიდან კლინიკაში მალევე გადაიყვანეს, თუმცა მათი გადარჩენა ექიმებმა ვეღარ შეძლეს.

 

ქალაქ არდეას მერმა მარიო სავარესემ იტალიურ ტელეარხს განუცხადა, რომ ბოროტმოქმედი, ვინც ქუჩაში ცეცხლი გახსნა, შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, მაგრამ კარაბინიერებმა ის მალევე იპოვეს.

 

big_banner
არქივი