logo_geo
ელისაბედ მეორემ ჯო ბაიდენსა და მის მეუღლეს უინძორის სასახლეში უმასპინძლა
- +

13 ივნისი. 2021. 22:31

 

დიდი ბრიტანეთის დედოფალმა უინძორის სასახლეში აშშ-ის პრეზიდენტსა და მის მეუღლეს უმასპინძლა. ამის შესახებ BBC წერს.

 

გამოცემის ინფორმაციით, ჯო და ჯილ ბაიდენები უინძორში კორნუოლიდან ჩავიდნენ, სადაც „დიდი შვიდეულის“ სამიტი გაიმართა. დახვედრის ცერემონიის შემდეგ თეთრი სახლის მეთაურმა და მისმა მეუღლემ დედოფალთან ერთად ჩაი დალიეს, რის შემდეგაც ვიზიტი დასრულდა.

 

ჯო ბაიდენი ამერიკის მეთორმეტე პრეზიდენტია, რომელსაც დედოფალი ელისაბედი ოფიციალურად შეხვდა.

 

https://imedinews.ge/ge/msoflio/206003/elisabed-meorem-jo-baidensa-da-mis-meugles-uindzoris-sasakhleshi-umaspindzla

 

 

big_banner
არქივი