logo_geo
ამჯერად სკანდალში American Airlines გაეხვა - ბორტგამცილებელმა ბავშვიან ქალს ეტლი ჩაარტყა
- +

23 აპრილი. 2017. 23:17



შემთხვევა სან-ფრანცისკო-დალასის რესის ჩასხდომის დროს მოხდა. ქალი, რომელიც ორი ბავშვით მგზავრობდა, ცდილობდა საბავშვო ეტლი ზემოთ, ბარგისთვის განკუთვნილ ადგილას მოეთავსებინა. მაგრამ ბორტგამცილებელმა მამაკაცმა მას ეტლის თვითმფრინავში შეტანა აუკრძალა, ხელი სტაცა, ზემოდან გადმოაგდო და ქალს დაარტყა, ეტლი კი თვითმფრინავიდან გაიტანა.


ვიდეოკადრები, რომელზეც აქვითინებული ქალია ასახული, ერთ-ერთმა თვითმხილველმა გაავრცელა. ვიდეოზე კონფლიქტის დასაწყისი არ მოხვდა-მხოლოდ შემდგომი რეაქცია. მომხდარს ვიდეოს ავტორი უკეთებს კომენტარს.


თვითმხილველი: „ო ღმერთო!" ბორტგამცილებელმა მრისხანედ გამოსტაცა ქალს ეტლი და ჩაარტყა, კინაღამ ბავშვსაც მოხვდა. ამის შემდეგ ის კონფლიქტში სხვა მგზავრთან ჩაება, რომელიც ქალს გამოექომაგა. ქალი ტიროდა და ითხოვდა, დაებრუნებინათ მისთვის ბავშვის ეტლი.


მგზავრმა, რომელიც ქალის დასაცავად წამოდგა გააფრთხილა ბორტგამცილებელი: „ეი მეგობარო, მოდი ჩემთანაც სცადე იგივე და შენ ძირს აღმოჩნდები!" ამის პასუხად ბორტგამცილებელი ურჩევს მამაკაცს, არ ჩაერიოს.

 

 

 

 

 

 

 

 

 


ინციდენტის ამსახველი ვიდეოკადრები ინტერნეტში მანამდე გავრცელდა, სანამ თვითმფრინავი დალასის აეროპორტში დაფრინდებოდა. American Airlines -მა სასწრაფოდ მოიხადა ბოდიში და ბორტგამცილებლის სამსახურიდან დათხოვნის შესახებ გააკეთა განცხადება.


საბავშვო ეტლთან დაკავშირებული ინციდენტი მეორე ცნობილ ამერიკულ ავიაკომპანია United Airlines-თან დაკავშირებული გახმაურებული სკანდალიდან ზუსტად 2 კვირის შემდეგ მოხდა. თვითმხილველებმა გადაიღეს , როგორ მიათრევდნენ სალონში მამაკაცს, რომელიც დარტყმისგან უგონოდ იყო. მგზავრი ოვერბუქინგის( ერთ ადგილზე დაჯავშნილი რამდენიმე ბილეთი) შემთხვევითი მსხვერპლი აღმოჩნდა, რომელმაც თვითმფრინავის დატოვებაზე უარი განაცხადა. საბოლოოდ, მას გაუტეხეს ცხვირი, ჩაუმტვრიეს ორი კბილი და გაათრიეს თვითმფრინავიდან.


 

 

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი