logo_geo
ინდოეთში მამაკაცმა შვილი გაყიდა, მიღებული თანხით კი - ალკოჰოლი შეიძინა
- +

14 ივნისი. 2021. 19:51

 

 

ინდოეთის ქალაქ ჯაჯპურში მამაკაცმა ქალიშვილი გაყიდა, რათა ალკოჰოლი შეეძინა. ამის შესახებ Times of India წერს.

 

გამოცემის ცნობით, პოლიციას ასაკოვანმა მამაკაცმა მიმართა, რომელმაც განაცხადა, რომ მისმა შვილმა საკუთარი ქალიშვილი უშვილო წყვილს 5 ათას რუპიად მიჰყიდა. მიღებული თანხა მან ალკოჰოლის შეძენაზე დახარჯა.

 

ბაბუამ საკუთარი ვაჟი ბავშვებით ვაჭრობაში დაადანაშაულა და პოლიციას ბავშვის გადარჩენა სთხოვა.

 

წინასწარი ინფორმაციით, გოგო, სავარაუდოდ, სოფელ ჰატასაჰიში იმყოფება. სწორედ აქ ცხოვრობდნენ სავარაუდო მყიდველები.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი