logo_geo
„ნოვავაქსის“ ვაქცინამ კორონავირუსის სხვადასხვა შტამის მიმართ 90-პროცენტიანი ეფექტიანობა აჩვენა
- +

15 ივნისი. 2021. 00:11

 

 

„ნოვავაქსის“ ვაქცინამ კორონავირუსის სხვადასხვა შტამის მიმართ 90-პროცენტიანი ეფექტიანობა აჩვენა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

 

კომპანია „ნოვავაქსის“ განცხადებით, აშშ-სა და მექსიკაში 30 000 მოხალისეზე ჩატარებული ცდები ვაქცინის საგანგებო გამოყენებისთვის შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენის საშუალებას იძლევა.

 

კომპანიის დირექტორის, გრეგორი გლენის თქმით, პროტეინზე დამყარებული ვაქცინა 93-პროცენტიანი ეფექტიანობით გამოირჩევა ე.წ. ბრიტანული, ბრაზილიური, სამხრეთ აფრიკული და ინდურ შტამების მიმართ. გარდა ამისა, ვაქცინამ 70-პროცენტიანი ეფექტიანობა აჩვენა ვირუსის იმ ვარიანტების მიმართ, რომელთა იდენტიფიცირება კომპანიამ ვერ შეძლო.

 

ჩატარებული ცდების მიხედვით, ვაქცინის ეფექტიანობა მაღალი რისკის მქონე პაციენტებში 91 პროცენტია, ხოლო საშუალო სიმძიმის ინფექციის შემთხვევაში 100-პროცენტიან შედეგს იძლევა.

 

კომპანიის განცხადებით, მოხალისეებს სუსტი გვერდითი ეფექტები აღენიშნებოდათ, რაც თავის ტკივილით, სისუსტითა და კუნთების ტკივილით გამოიხატებოდა.

 

გრეგორი გლენის თქმით, 2021 წლის მესამე კვარტალისთვის კომპანია ვაქცინის 100 მილიონი დოზის, ხოლო მეოთხე კვარტალისთვის 150 მილიონი დოზის წარმოებას შეძლებს.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი