logo_geo
კრიშტიანუ რონალდუ ევროპის ჩემპიონატის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა
- +

15 ივნისი. 2021. 23:33

 

პორტუგალიის ნაკრების კაპიტანი, კრიშტიანუ რონალდუ ევროპის ჩემპიონატის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. მან ფრანგი მიშელ პლატინის რეკორდი გააუმჯობესა, რომელსაც 9 გოლი ჰქონდა გატანილი.

 

თავისი მე-10 გოლი ევროპის ჩემპიონატებზე რონალდუმ უნგრეთთან მატჩის მიწურულს, პენალტით გაიტანა. უკვე დამატებულ დროში კი დუბლი გააფორმა.

 

შეხვედრა ანგარიშით 0:3 დასრულდა.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი