logo_geo
რატომ იგეგმება ჯო ბაიდენის პრესკონფერენცია ვლადიმერ პუტინის ბრიფინგის შემდეგ - „სიენენი“ მიზეზს განმარტავს
- +

16 ივნისი. 2021. 21:31

 

 

„აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და მისი დელეგაცია ყურადღებით აკვირდებიან რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მიმდინარე პრესკონფერენციას, თუ რა კუთხით აყალიბებს მხარეთა შორის შემდგარი შეხვედრის საკითხებს და არის თუ არა რაიმე კონკრეტული, რაც ჯო ბაიდენმა აქტიურად უნდა უარყოს, როდესაც მედიის წინაშე წარდგება“ – ამის შესახებ „სიენენი“ აშშ-ის ოფიციალურ პირზე დაყრდნობით წერს.

 

მედიის ცნობით, სწორედ ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ამერიკულმა მხარემ პრესკონფერენციის ჩატარება რუსული მხარის შემდეგ გადაწყვიტა.

 

ჟენევაში ჯო ბაიდენისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა ცოტა ხნის წინ დასრულდა.

 

 

right_banner big_banner
არქივი