logo_geo
იაპონიის მთავრობა ოლიმპიადაზე მაყურებლის დაშვებას გეგმავს
- +

17 ივნისი. 2021. 10:31

 

„იაპონიის მთავრობა გეგმავს ტოკიოს ოლიმპიური თამაშების არენებზე მაყურებელი დაუშვას. მაქსიმალური დასაშვები რიცხვი იქნება 10 ათასი გულშემატკივარი“, – ამის შესახებ დაწერა სააგენტო Kyodo-მ იაპონიის მთავრობაში სანდო წყაროზე დაყრდნობით.

 

საბოლოო გადაწყვეტილება ივნისის ბოლოს გასამართი შეხვედრისას იქნება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ თამაშების საორგანიზაციო კომიტეტი, ტოკიოს მთავრობა და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი.

 

ოლიმპიადა უცხოელი გულშემატკივრების გარეშე ჩაივლის.

 

ტოკიოს თამაშები 23 ივლისიდან 8 აგვისტომდე გაიმართება.

 

big_banner
არქივი