logo_geo
ინდონეზიაში ვაქცინირებულ ასაკოვან ადამიანებს ცოცხალ ქათმებს ჩუქნიან
- +

17 ივნისი. 2021. 11:16

 

ინდონეზიის ქალაქ ჩიანჯურში ვაქცინირებულ ასაკოვან ადამიანებს ცოცხალ ქათმებს ჩუქნიან. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

 

ასეთი გადაწყვეტილება ადგილობრივმა ხელისუფლებამ მოსახლეობაში ვაქცინაციაზე მიმართვიანობის ასამაღლებლად მიიღო. ხელისუფლების განცხადებით, მოსახლეობას არ სჯეროდა აცრის ეფექტიანობის და ბევრი ფიქრობდა, რომ ვაქცინა სერიოზულ დაავადებებს იწვევს. ამის გამო პოლიციამ, ადგილობრივმა ხელისუფლებამ და სამედიცინო დაწესებულებებმა ერთობლივი საგანმანათლებლო და წამახალისებელი პროგრამა წამოიწყეს.

 

ინდონეზიის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, 50 წელს გადაცილებულ ადამიანთა შორის ვაქცინის პირველი დოზა 20%-ზე ნაკლებმა მიიღო. მედიის ცნობით, თუ ადრე ვაქცინაციის სურვილს ყოველი მერვე ადამიანი გამოთქვამდა, ახლა ყოველდღიურად კორონავირუსზე 250 ადამიანი ეცრება.

 

big_banner
არქივი