logo_geo
ჩინეთმა მშენებარე კოსმოსურ სადგურზე პირველი ასტრონავტები გაგზავნა
- +

17 ივნისი. 2021. 11:36

 

ჩინეთმა მშენებარე ორბიტალურ სადგურზე კოსმოსური ხომალდი „შენჩჟოუ-12“ გაგზავნა, რომლის ბორტზეც სამი ასტრონავტია. ამის შესახებ BBC წერს.

 

გამოცემის ინფორმაციით, ეს პირველი შემთხვევაა ბოლო 5 წლის განმავლობაში, როცა ჩინეთი კოსმოსში ადამიანებს აგზავნის.

 

ასტრონავტები ნე ხაიშენი, ლიუ ბომინი და ტან ხუნბო დედამიწის ორბიტაზე 3 თვეს გაატარებენ და ღია კოსმოსში ორჯერ გავლენ. ეს ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი კოსმოსური მისია იქნება.

 

https://imedinews.ge/ge/covid19/206523/chinetma-mshenebar-kosmosur-sadgurze-pirveli-astronavtebi-gagzavna

 

 

right_banner big_banner
არქივი