ჩინეთმა მშენებარე ორბიტალურ სადგურზე კოსმოსური ხომალდი „შენჩჟოუ-12“ გაგზავნა, რომლის ბორტზეც სამი ასტრონავტია. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ეს პირველი შემთხვევაა ბოლო 5 წლის განმავლობაში, როცა ჩინეთი კოსმოსში ადამიანებს აგზავნის.
ასტრონავტები ნე ხაიშენი, ლიუ ბომინი და ტან ხუნბო დედამიწის ორბიტაზე 3 თვეს გაატარებენ და ღია კოსმოსში ორჯერ გავლენ. ეს ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი კოსმოსური მისია იქნება.