logo_geo
კრისტიან ერიქსენს კარდიოვერტერ-დეფიბრილატორს ჩაუდგამენ
- +

17 ივნისი. 2021. 13:13

 

დანიის ნაკრების ფეხბურთელს, კრისტიან ერიქსენს, რომელსაც „ევრო2020“-ზე ფინეთთან მატჩის დროს გული გაუჩერდა, კარდიოვერტერ-დეფიბრილატორს ჩაუდგამენ. ამის შესახებ ინფორმაციას დანიის ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს.

 

მათივე ცნობით, ფეხბურთელმა ადგილობრივ და საერთაშორისო სპეციალისტებთან კონსულტაციების შემდეგ ოპერაციაზე თანხმობა განაცხადა.

 

კარდიოვერტერ-დეფიბრილატორი უეცარი კარდიული სიკვდილისგან დაცვის ეფექტური საშუალებაა.

 

„ევრო 2020“-ის რიგით მე-3 მატჩში დანია ფინეთს მასპინძლობდა, როცა პირველი ტაიმის მიწურულს გაურკვეველი ინციდენტი მოხდა და დანიის ფეხბურთელი კრისტიან ერიქსენი მიწაზე დაეცა. ის, ამ დრომდე, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება.

 

big_banner
არქივი