logo_geo
მსოფლიოს რიგი ტრანსნაციონალური კომპანიების ვებგვერდები შეფერხებით მუშაობს
- +

17 ივნისი. 2021. 13:41

 

მსოფლიოს რიგი ტრანსნაციონალური კომპანიების ვებგვერდების მუშაობაში შეფერხება მოხდა. ინფორმაციას სააგენტო „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

 

შეფერხება შეეხო ისეთ მსხვილ ამერიკულ კომპანიებს, როგორიცაა „American Airlines“, „Southwest Airlines“, „United Airlines“ და „Delta Airlines“.

 

გარდა ამისა, შეფერხებით მუშაობდა ავსტრალიის ცენტრალური ბანკის, საფოსტო მომსახურებისა და სხვადასხვა კომპანიის ვებგვერდებიც. ავსტრალიის ცენტრალურ ბანკს მომხდარის გამო რიგი ოპერაციების, მათ შორის სახელმწიფო ობლიგაციების გრძელვადიანი გაყიდვების შეჩერება მოუწია.

 

ჯერ უცნობია, დაკავშირებულია თუ არა ამერიკული და ავსტრალიური კომპანიების ვებგვერდების გათიშვა ერთმანეთთან. კომპანიების განცხადებით, მიმდინარეობს შეფერხების მიზეზის გამოძიება.

 

აღსანიშნავია, რომ გასულ კვირას ათასობით სამთავრობო მედიასაშუალების და სოციალური მედიის ვებგვერდები გაითიშა, რომლის მიზეზად ამერიკულ კომპანია „Fastly inc“-ში არსებული ტექნიკური პრობლემა დასახელდა.

 

big_banner
არქივი