logo_geo
გერმანიის ერთ-ერთ ქალაქში სროლას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
- +

17 ივნისი. 2021. 21:41

 

გერმანიის ქალაქ ესპელკამპის ცენტრში სროლის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და ერთი დაშავდა, - ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

 

გამოცემის ცნობით, დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა. ადგილობრივი სამართალდამცავები აცხადებენ, რომ გამოძიების წინასწარი შედეგების თანახმად, დანაშაული ტერორიზმს არ უკავშირდება.

 

გავრცელებული ინფორმაციით, ეჭვმიტანილმა გაქცევა მოახერხა.

 

ესპელკამპში 20 000-მდე ადამიანი ცხოვრობს და ის ქალაქ ბილეფილდთან ახლოს მდებარეობს.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი