logo_geo
„ევრო 2020“-ის მონაწილე ნაკრებებს ჯარიმა დაუწესდებათ, თუ მათი მოთამაშეები პრესკონფერენციებზე სპონსორების სასმელებს გვერდზე გადადებენ
- +

18 ივნისი. 2021. 00:45

 

„ევრო 2020“-ის მონაწილე ნაკრებებს ჯარიმა დაუწესდებათ, თუ მათი მოთამაშეები პრესკონფერენციებზე სპონსორების სასმელებს გვერდზე გადადებენ.

 

„UEFA-მ მონაწილე გუნდებს შეახსენა, რომ პარტნიორობა ტურნირის ჩატარებისა და ევროპაში ფეხბურთის განვითარების უზრუნველყოფის განუყოფელი ნაწილია“, - ნათქვამია „ევრო 2020“-ის ორგანიზატორების განცხადებაში.

 

„ევრო 2020“-ის ტურნირის დირექტორმა, მარტინ კალენმა განაცხადა, რომ მოთამაშეებს ტურნირის წესების დაცვა ევალებათ.

 

ამასთანავე UEFA არ აპირებს პირდაპირ მოთამაშეები დააჯარიმოს და ნებისმიერი სანქცია ეროვნული ფედერაციების შეხედულებისამებრ განხორციელდება.

 

14 ივნისს პორტუგალიის ნაკრების კაპიტანმა, რონალდუმ პრესკონფერენციაზე „კოკა-კოლას“ 2 ბოთლი გვერდზე გადადო და ხალხს მოუწოდა, წყალი დაელიათ. 15 ივნისს კი საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელმა, პოგბამ „ჰაინეკენის“ ლუდი გადადო გვერდზე

 

წყარო : wyaro
right_banner big_banner
არქივი