logo_geo
ჩინეთში ბაზრის აფეთქების ფაქტზე 8 ადამიანი დააკავეს
- +

18 ივნისი. 2021. 10:44

 

 

ჩინეთის სამართალდამცავმა ორგანოებმა ჰუბეის პროვინციაში, სურსათის ბაზარში ბუნებრივი აირის აფეთქების საქმის ფარგლებში 8 ადამიანი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Xinhua ავრცელებს.

 

დაკავებულთა შორის გაზგამანაწილებელი კომპანიის შვილობილი ქვედანაყოფის ხელმძღვანელია, რომელიც ქალაქის გაზიფიკაციაზე აგებს პასუხს.

 

გამოძიება გრძელდება.

 

წინასწარი ინფორმაციით, აფეთქების მიზეზი ადგილობრივი გაზსადენის უსაფრთხოების ეფექტური კონტროლის ნაკლებობა გახდა.

 

ჩინეთში, ჰუბეის პროვინციაში, ქალაქ შიანანში, 13 ივნისს სურსათის ბაზარში მომხდარი აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 25-მდე გაიზარდა. აფეთქების ტალღამ ბაზრის შენობა გაანადგურა. ახლომდებარე შენობებში მინები ჩაიმსხვრა.

 

 

big_banner
არქივი