logo_geo
როგორ გამოტეხა პოლიციამ კაცი, რომელიც მეუღლის ორმოცზე სამძიმარს იღებდა
- +

18 ივნისი. 2021. 14:37

 

 

32 წლის ბერძენი პილოტი, ვიდრე ცოლის მკვლელობას აღიარებდა, საკუთარი მეუღლის მშობლებთან ერთად მისი ხსოვნის ცერემონიაზე, ე.წ. ორმოცზე იმყოფებოდა.

 

ის ალონისოსში ორმოცზე სამძიმარს იღებდა, როდესაც პოლიციამ მიაკითხა და საგამოძიებო ოფისში წაიყვანა იმ საბაბით, რომ გამოძიების პროცესში აღმოჩენილ ახალ მასალებთან დაკავშირებით დაეკითხათ.

 

20 წლის კეროლაინის ქმარი 6 საათის განმავლობაში ცდილობდა, პოლიცია თავის უდანაშაულობაში დაერწმუნებინა, თუმცა უშედეგოდ. პოლიციამ მის მიერ მიცემულ ჩვენებებში ხარვეზები და შეუსაბამობები აღმოაჩინა. საბოლოოდ მამაკაცმა დანაშაული აღიარა, ის დააკავეს და პროკურორთან გააგზავნეს.

 

თავისი ქმედების ახსნისას, მამაკაცმა განაცხადა, რომ ის და მისი ცოლი ხშირად კამათობდნენ და კეროლაინი დაშორებას და ბავშვის წაყვანასაც აპირებდა. მისი თქმით, სწორედ ეს გახდა მისი დანაშაულებრივი ქმედების მთავარი მოტივი. კითხვაზე, რატომ იტყუებოდა ამდენი ხანი, მან განაცხადა, რომ ბავშვის გამო.

 

მკვლელობა მაისის დასაწყისში მოხდა. თავდაპირველად საბერძნეთის სამოქალაქო ავიაციის მფრინავი ამბობდა, რომ მის ოჯახს გამთენიისას 3 მამაკაცი დაესხა თავს, რომლებიც ბერძნულად აქცენტით ლაპარაკობდნენ. ის ხელბორკილებით სავარძელზე მიაბეს და სახლის ძარცვა დაიწყეს, რა დროსაც სასტიკად გაუსწორდნენ მის ცოლსაც.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი