ინგლისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურის მონაცემებით, დიდ ბრიტანეთში ე.წ. ინდურ შტამზე კორონავირუსის ახალი შემთხვევების 99% მოდის.
ბოლო მონაცემებით, დიდ ბრიტანეთში ე.წ. ინდური შტამით დაინფიცირების 75 953 შემთხვევა დადასტურდა.
ახალი მონაცემებით, „AstraZeneca“-სა და „Pfizer/BioNTech“-ის ვაქცინების ერთი დოზა 75%-ით, ხოლო ორი დოზა 94%-ით ეფექტურია ე.წ. ინდური შტამის წინააღმდეგ.
17 ივნისს, ბოლო 4 თვეში პირველად, დიდ ბრიტანეთში დღე-ღამეში კორონავირუსის 10 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა დადასტურდა.