logo_geo
დიდ ბრიტანეთში ე.წ. ინდურ შტამზე კორონავირუსის ახალი შემთხვევების 99% მოდის
- +

18 ივნისი. 2021. 18:32

 

 

ინგლისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურის მონაცემებით, დიდ ბრიტანეთში ე.წ. ინდურ შტამზე კორონავირუსის ახალი შემთხვევების 99% მოდის.

 

ბოლო მონაცემებით, დიდ ბრიტანეთში ე.წ. ინდური შტამით დაინფიცირების 75 953 შემთხვევა დადასტურდა.

 

ახალი მონაცემებით, „AstraZeneca“-სა და „Pfizer/BioNTech“-ის ვაქცინების ერთი დოზა 75%-ით, ხოლო ორი დოზა 94%-ით ეფექტურია ე.წ. ინდური შტამის წინააღმდეგ.

 

17 ივნისს, ბოლო 4 თვეში პირველად, დიდ ბრიტანეთში დღე-ღამეში კორონავირუსის 10 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა დადასტურდა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი