logo_geo
ზვიგენის თავდასხმას 10 წლის ბავშვი სასწაულებრივად გადაურჩა - რა მოხდა ავსტრალიის სანაპიროზე
- +

18 ივნისი. 2021. 19:29

 

 

10 წლის ბავშვი ზვიგენის თავდასხმას  სასწაულებრივად გადაურჩა - ჯექსონ ბარტლი პარასკევს ავსტრალიის სანაპიროზე მამასთან ერთად  ცურავდა, რა დროსაც მას ზვიგენი დაესხა თავს.

 

მოზარდი ზვიგენის დანახვის მომენტს ემოციურად იხსენებს - "ის ძალიან სწრაფად მიახლოვდებოდა, ვიფიქრე,  რომ მოვკვდებოდი, მაგრამ შეტაკებისთვის მოვემზადე," - ამბობს მამაცი ბიჭი Mirror-თან მიცემულ ინტერვიუში.

 

ბავშვმა მოასწრო მამისთვის თქმა, რომ ზვიგენი უახლოვდებოდათ, მშობელმა რეაგირება მალევე მოახდინა, თუმცა ჯექსონისთვის ფეხზე კბენა მაინც მოასწრო. საბოლოოდ მამა-შვილმა ზვიგენისგან თავის დაღწევა მოახერხა. მათ პირველადი დახმარება სანაპიროზე მყოფმა ექიმებმა გაუწიეს.

 

"სისხლი მომდიოდა, იმ მომენტში მეგონა, რომ მოვკვდებოდი, რადგან სიტუაცია მართლა ძალიან საშიში იყო," - იხსენებს ჯექსონ ბარტლი.

 

მიუხედავად საშინელი ინციდენტისა, 10 წლის ჯექსონს ოკეანისა და ცურვის სიყვარული არ დაუკარგავს. მან პირობა დადო, რომ დაივინგს გამოაჯამრთელებისთანავე აუცილებლად დაუბრუნდება.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი