logo_geo
ჯანმო: კორონავირუსის ე.წ. ინდური შტამი გლობალურად დომინანტი ვარიანტი ხდება
- +

18 ივნისი. 2021. 20:44

 

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მთავარმა მეცნიერმა, სუმია სვამინატანმა განაცხადა, რომ კორონავირუსის ე.წ. ინდური შტამი გლობალურად დომინანტი ვარიანტი ხდება.

 

„ვარიანტი „დელტა“ გლობალურ დონეზე დომინანტი ვარიანტი ხდება მისი გადაცემის გაზრდილი შესაძლებლობების გამო“, - აღნიშნა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მთავარმა მეცნიერმა.

 

11 მაისს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კორონავირუსთან ბრძოლის ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, მარია ვან კერკხოვემ განაცხადა, რომ კორონავირუსის ვარიანტი, რომელიც პირველად გასულ წელს ინდოეთში გამოვლინდა, კლასიფიცირდება როგორც შემაშფოთებელი ვარიანტი.

 

ინგლისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურის მონაცემებით, დიდ ბრიტანეთში ე.წ. ინდურ შტამზე კორონავირუსის ახალი შემთხვევების 99% მოდის.

 

ბოლო მონაცემებით, დიდ ბრიტანეთში ე.წ. ინდური შტამით დაინფიცირების 75 953 შემთხვევა დადასტურდა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner big_banner
არქივი