logo_geo
Politico: ბაიდენის ადმინისტრაციამ უკრაინისთვის 100 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების პაკეტის მიწოდება დროებით შეაჩერა
- +

19 ივნისი. 2021. 00:54

 

 

ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ უკრაინისთვის 100 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების პაკეტის მიწოდება დროებით შეაჩერა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Politico თეთრ სახლში წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

წყაროების ინფორმაციით, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების პაკეტის მიწოდების გაყინვის გადაწყვეტილება ჯო ბაიდენისა და ვლადიმერ პუტინის სამიტამდე მიიღო.

 

სამხედრო დახმარების აღნიშნული პაკეტი ახლო მანძილზე მოქმედ საჰაერო თავდაცვის სისტემებს, სასროლო იარაღსა და ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებს მოიცავს.

 

წყაროები აცხადებენ, რომ აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭომ აღნიშნული პაკეტი მას შემდეგ შეაჩერა, რაც რუსეთმა განაცხადა, რომ ჯარებს გაიყვანდა უკრაინის საზღვრიდან.

 

წყაროები ასევე აღნიშნავენ, რომ ეს ზომა დროებითია. მანამდე პენტაგონმა უკრაინისათვის 275 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარება დაამტკიცა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner big_banner
არქივი