logo_geo
ჯო ბაიდენი: კორონავირუსი არავაქცინირებული ადამიანებისთვის სერიოზულ და სასიკვდილო საფრთხედ რჩება
- +

19 ივნისი. 2021. 03:03

 

 

„კორონავირუსი არავაქცინირებული ადამიანებისთვის სერიოზულ და სასიკვდილო საფრთხედ რჩება“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა.

 

ჯო ბაიდენმა ამერიკელებს დაჟინებით მოუწოდა, სრული ვაქცინაცია გაიარონ, რათა თავი დაიცვან კორონავირუსის ვარიანტებისგან, განსაკუთრებით ე.წ. ინდური შტამისგან.

 

„კორონავირუსის ახალი ვარიანტი არავაქცინირებულ ადამიანებს კიდევ უფრო დაუცველს გახდის. ეს სერიოზულ შეშფოთებას იწვევს დელტა ვარიანტის გამო. ეს გაცილებით იოლად გადამდები, პოტენციურად მომაკვდინებელი და განსაკუთრებით საშიში ვარიანტია ახალგაზრდებისთვის. მაგრამ კარგი ამბავი ის არის, რომ ჩვენ გამოსავალი გვაქვს. მეცნიერება და მონაცემები ცხადყოფს, რომ ვაქცინაცია ამ ვარიანტებისგან თავის დასაცავად საუკეთესო საშუალებაა“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

 

 

right_banner big_banner
არქივი