logo_geo
უილ სმიტი მემუარების გამოსაცემად ემზადება
- +

21 ივნისი. 2021. 19:17

 

მსახიობი უილ სმიტი „ინსტაგრამში" პოსტების სერიას აქვეყნებს და თავისი მემუარების შესახებ დეტალებზე საუბრობს. წიგნის გაყიდვა, რომლის სახელწოდებაა „Will", 9 ნოემბერს დაიწყება.

 

მემუარებზე მსახიობი და რეპერი ორი წლის განმავლობაში მუშაობდა. მას მწერალი მარკ მენსონი ეხმარებოდა. გარეკანი მხატვარმა ბრენდენ ოდამსმა, იგივე Bmike-მა გააფორმა.

 

„ისტორია იმაზე, თუ როგორ გაუმკლავდა ერთი ადამიანი თავის ემოციებს, რომელიც ისეა დაწერილი, რომ სხვებს იგივეს გაკეთებაში დაეხმაროს", - აღწერს წიგნს თავად უილ სმიტი.

 

 

 

big_banner
არქივი