logo_geo
რეჯეფ თაიფ ერდოღანი: გადაწყვეტილება მივიღეთ, 1-ლი ივლისიდან სრულად გავაუქმოთ კომენდანტის საათი
- +

21 ივნისი. 2021. 23:31

 

1-ლი ივლისიდან თურქეთში პანდემიის გამო დაწესებული კომენდანტის საათი უქმდება. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

 

„დღეს მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე გადაწყვეტილება მივიღეთ, 1-ლი ივლისიდან სრულად გავაუქმოთ კომენდანტის საათი. სახელმწიფო უწყებები მუშაობის ჩვეულებრივ განრიგს უბრუნდებიან. საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამოყენებაზე ასაკობრივი შეზღუდვები ასევე უქმდება“, - აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა.

 

გარდა ამისა, თურქეთის პრეზიდენტის თქმით, ქალაქებს შორის ტრანსპორტის მოძრაობა განახლდება.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი