logo_geo
ფილიპინების პრეზიდენტი მოქალაქეებს: თუ აცრა არ გსურთ, დაგაკავებთ და აგცრით
- +

22 ივნისი. 2021. 11:48

 

 

ფილიპინების პრეზიდენტმა როდრიგო დუტერტემ განაცხადა, რომ იმ ადამიანებს, ვინც ვაქციანაციაზე უარს იტყვიან, პატიმრობა ემუქრებათ.

 

„არ გამიგოთ არასწორად, მაგრამ ქვეყანაში კრიზისული სიტუაციაა, საგანგებო მდგომარეობაა. თუ აცრა არ გსურთ, დაგაკავებთ და აგცრით. მავნებლები ხართ და სიტუაციას ამწვავებთ“, - აღნიშნა როდრიგო დუტერტემ.

 

ფილიპინების ლიდერმა ასევე აღნიშნა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს მიმართავს, რათა იმ მოქალაქეების სიები შეადგინონ, ვინც ვაქცინაციაზე უარს ამბობს.

 

„სულელები არიან ისინი, ვისაც აცრა არ სურს. ისინი ვირუსის მატარებლები არიან, გადაადგილდებიან და ვირუსის გადაცემას უწყობენ ხელს“, - განაცხადა მან.

 

 

big_banner
არქივი