logo_geo
კიბოს საწინააღმდეგო ექსპერიმენტული ვაქცინა პირველმა პაციენტმა მიიღო
- +

22 ივნისი. 2021. 16:59

 

 

ფარმაცევტულმა კორპორაცია „ბიონტექმა“ კიბოს საწინააღმდეგო ახალი პრეპარატის კლინიკური კვლევების მეორე ეტაპი დაიწყო.

 

კორონავირუსის პანდემიის პარალელურად, კომპანია სიმსივნური უჯრედების წარმოქმნის საწინააღმდეგო ვაქცინის კვლევებს აწარმოებდა, რომლებმაც დადებითი შედეგები აჩვენა. ამის შესახებ გამოცემა IFL Science წერს.

 

სულ ახლახან, კიბოს საწინააღმდეგო სატესტო ვაქცინის პირველი დოზა პირველმა პაციენტმა მიიღო.

 

პრეპარატ BNT111-ით მკურნალობა  დღეისათვის არსებულ იმუნოთერაპიულ პრეპარატთან ერთად კომბინირებულად ტარდება.

 

პრეპარატის კვლევის მეორე ფაზაში მონაწილეობას 120 პაციენტი მიიღებს.

 

BNT111-ის სამიზნეს  ოთხი ანტიგენი წარმოადგენს, რომელთაგან ერთი მეტასტაზური მელანომის შემთხვევათა 90%-ში გვხვდება.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი