logo_geo
ამერიკელმა დიპლომატებმა სამი თვის „ტერორისტი“ დაკითხეს
- +

24 აპრილი. 2017. 22:20



ლონდონში აშშ-ს საელჩოს თანამშრომლებმა დაკითხვაზე გამოიძახეს 3 თვის ბავშვი. ეს მას შემდეგ მოხდა, როდესაც ბავშვი პაპამ სავიზო ანკეტის შევსებისას დადებითი პასუხი გასცა შეკითხვას მისი ტერორიზმთან კავშირის თაობაზე.


ბავშვის ჰარვი კენიონ-კეირნსის პაპამ ბლანკის შევსების დროს შემთხვევით აირჩია ვარიანტი „დიახ" შეკითხვაზე: გაქვთ თუ არა შეხება ტერორისტულ საქმიანობასთან, ჯაშუშობასთან, დივერსიასთან ან გენოციდთან?". ამის შედეგად კი ბავშვი საელჩოში გასაუბრებაზე დაიბარეს.


ვერ ვიჯერებდი, რომ მათ შეცდომა ვერ შენიშნეს და რომ ჩვილი ბავშვი ვერავის ვერაფერს დაუშავებდა", - განაცხადა 62 წლის პოლ კენიონმა.


ბავშვის პაპის თქმით, მას დაებადა იდეა ჰარვი საელჩოში ნარინჯისფერ კომბინეზონში გამოწყობილი მიეყვანა (აშშ-ში საპატიმრო ფორმა), თუმცა შემდეგ მის განხორციელებაზე უარი თქვა.


როგორც ჩანს, დიპლომატიური მისიის თანამშრომლები მწყრალად არიან იუმორთან, რადგან ამ სიტუაციის კომიკურობა ვერ შენიშნეს", - აღნიშნა კენიონმა.


მისივე თქმით, ჩვილი გასაუბრების დროს შესანიშნავად იქცეოდა და ერთხელაც არ ატირებულა.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი