logo_geo
ილჰამ ალიევი: თუ სომხეთთან სამშვიდობო შეთანხმება არ იქნება, ეს ნიშნავს, რომ არ იქნება მშვიდობა სამხრეთ კავკასიაშიც
- +

26 ივნისი. 2021. 03:00

 

„თუ სომხეთთან სამშვიდობო შეთანხმება არ იქნება, ეს ნიშნავს, რომ არ იქნება მშვიდობა არა მხოლოდ ორ ქვეყანას შორის, არამედ სამხრეთ კავკასიაშიც“, - განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა რუმინეთის, ლიეტუვისა და ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრის დროს.

 

„თუკი სომხეთთან სამშვიდობო შეთანხმება არ იქნება, ეს ნიშნავს, რომ არ იქნება მშვიდობაც. ის არ იქნება არა მხოლოდ ორ ქვეყანას შორის, არამედ სამხრეთ კავკასიაში. ჩვენ გვჭირდება მშვიდობა და მდგრადი განვითარება, პროგნოზირებადობა, ომის ნულოვანი რისკი. ჩვენ არ გვჭირდება ომი და ის არც აქამდე გვჭირდებოდა. მზად ვართ, ჩვენი წვლილი შევიტანოთ რეგიონულ სტაბილურობაში“, - განაცხადა ალიევმა.

 

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ასევე იმედი გამოთქვა, რომ მიმდინარე და მომავალ წლებში შემუშავდება ფუნდამენტური მიდგომები პოსტკონფლიქტურ ვითარებასთან დაკავშირებით.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი