logo_geo
ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის საქმეზე სასამართლომ დერეკ შოვინს 22.5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
- +

26 ივნისი. 2021. 02:29

 

ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის საქმეზე მინეაპოლისის სასამართლომ ყოფილ პოლიციელ დერეკ შოვინს 22.5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

 

ბრალდების მხარე დერეკ შოვინისთვის 30 წლით თავისუფლების აღკვეთას ითხოვდა.

 

21 აპრილს ნაფიცმა მსაჯულებმა დერეკ შოვინის მიმართ გამამტყუნებელი ვერდიქტი გამოიტანეს.

 

ჯორჯ ფლოიდი 2020 წლის 25 მაისს მოკლეს. სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოში ჩანდა, რომ პოლიციის ოფიცერი, დერეკ შოვინი ჯორჯ ფლოიდს კისერზე მუხლს აჭერდა, ხოლო დაკავებული ჯორჯ ფლოიდი კი სუნთქვის საშუალების მიცემას ითხოვდა.

 

დერეკ შოვინი განმეორებითი სასამართლო პროცესის გამართვას ითხოვს. დერეკ შოვინის ადვოკატის, ერიკ ნელსონის განცხადებით, სასამართლო პროცესის დროს მოსამართლემ და ბრალდების მხარემ სერიოზული შეცდომები დაუშვა, რამაც გამამტყუნებელი ვერდიქტის გამოტანა გამოიწვია.

 

ერიკ ნელსონის თქმით, მოსამართლემ დაუსაბუთებლად თქვა უარი ნაფიცი მსაჯულების გარე ინფორმაციაზე წვდომისგან იზოლირებაზე. გარდა ამისა, მოსამართლემ არამართლზომიერად თქვა უარი სასამართლო პროცესის მინეაპოლისიდან სხვა ქალაქში გადატანაზე, სადაც უფრო მიუკერძოებელი ნაფიც მსაჯულთა შერჩევა გახდებოდა შესაძლებელი.

 

big_banner
არქივი