logo_geo
ისლანდიაში პანდემიის გამო შემოღებული ყველა შეზღუდვა გაუქმდა
- +

26 ივნისი. 2021. 22:36

 

 

ისლანდიის ხელისუფლებამ დღეს COVID19-ის პანდემიის გამო შემოღებული ყველა შეზღუდვა გააუქმა. ამის შესახებ Reuters წერს.

 

გამოცემა წერს, რომ ამ გადაწყვეტილების მიზეზი ვაქცინაცია გახდა. 16 წელზე ზემოთ მოსახლეობის 87%-ი ერთი დოზითაა აცრილი, ხოლო 48%-მა ვაქცინის ორივე დოზა გაიკეთა.

 

ისლანდია ევროპაში პირველი ქვეყანაა, სადაც ყველა შეზღუდვა მოიხსნა.

 

ისლანდიაში 360 ათასი ადამიანი ცხოვრობს. პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში COVID19-ის 6 637 შემთხვევა დაფიქსირდა. დაიღუპა 30 ადამიანი.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი