logo_geo
BBC: კორონავირუსის საწინააღმდეგო სხვადასხვა ვაქცინის გამოყენება მის ეფექტურობას ზრდის
- +

29 ივნისი. 2021. 00:43

 

 

კორონავირუსის საწინააღმდეგო სხვადასხვა ვაქცინის გამოყენება მის ეფექტურობას ზრდის- ამ ინფორმაციას BBC გაერთიანებულ სამეფოში ჩატარებულ არაერთ კვლევაზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

მათივე ცნობით, ექსპერიმენტების დროს ადამიანებს 2 დოზით აცრისას Pfizer-ისა და AstraZeneca-ს ვაქცინები გაუკეთეს, რამაც უკეთესი შედეგი აჩვენა, ვიდრე ერთი და იგივე ვაქცინიც 2-მა დოზამ.

 

ექსპერტები აცხადებენ, რომ ვაქცინების შერევას უკუჩვენება არ მოჰყოლია და შესაძლოა, უახლოეს მომავალში მსგავსი პრაქტიკა ნორმა გახდეს.

 

მათი თქმით, სხვადასხვა დასახელების ვაქცინების გამოყენება გასნაკუთრებით სასარგებლო იქნება ისეთი ქვეყნებისთვის, რომლებსაც გარკვეულ ვაქცინებზე წვდომა შეზღუდული აქვთ.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი