logo_geo
რუსეთში ე.წ. ინდური შტამის ახალი სახეობის გავრცელება დაფიქსირდა
- +

29 ივნისი. 2021. 19:16

 

რუსეთში ე.წ. ინდური შტამის ახალი სახეობის გავრცელება დაფიქსირდა. ამის შესახებ „როსპოტრებნადზორის“ ხელმძღვანელმა, ანა პოპოვამ განაცხადა.

 

გავრცელებული ინფორმაციით, ვარიანტი „დელტა პლუსი“ ქალბატონს დაუდასტურდა, რომელსაც დაავადება მსუბუქი ფორმით განუვითარდა.

 

რუსეთში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსით სიკვდილიანობის რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა.

 

გასულ კვირას, მოსკოვის მერმა, სერგეი სობიანინმა განაცხადა, რომ რუსეთის დედაქალაქში გამოვლენილი ახალი შემთხვევების 90% ე.წ. ინდურ შტამზე მოდის.

 

21 ივნისს ინდოეთის შტატ მაჰარაშტრაში ე.წ. ინდური შტამის (ვარიანტი „დელტა“) ახალი სახეობით ინფიცირების 20 შემთხვევა დაფიქსირდა.

წყარო : wyaro
big_banner
არქივი