logo_geo
კანადაში ზედიზედ მეორე დღეა რეკორდულად მაღალი ტემპერატურა ფიქსირდება
- +

29 ივნისი. 2021. 23:31

 

კანადაში, ბრიტანული კოლუმბიის სოფელ ლიტონში ზედიზედ მეორე დღე ქვეყნისთვის რეკორდულად მაღალი ტემპერატურა ფიქსირდება.

 

„ბიბისის“ ინფორმაციით, ორშაბათს ლიტონში ჰაერი 46.6 გრადუსამდე გათბა, დღეს კი ტემპერატურა 47.9 გრადუსამდე გაიზარდა. აქამდე კანადაში ჰაერის ტემპერატურას 45-გრადუსიანი ნიშნული არ გადაუკვეთავს.

 

ექსპერტების თქმით, კლიმატური ცვლილებების გამო პლანეტაზე ექსტრემალური ამინდი სულ უფრო ხშირად დაფიქსირდება. ამასთან, ცალკეული მოვლენების გლობალურ დათბობასთან დაკავშირება რთულია.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი