logo_geo
გერმანიამ ავღანეთიდან ჯარების გაყვანა დაასრულა
- +

30 ივნისი. 2021. 03:00

 

გერმანიამ ავღანეთიდან ჯარების გაყვანა დაასრულა.

 

„თითქმის 20 წლის შემდეგ, ჩვენმა უკანასკნელმა ჯარისკაცებმა ავღანეთი დატოვეს და სახლში ბრუნდებიან. ეს ისტორიული თავის, ინტენსიური მისიის დასასრულია, რომელმაც ბუნდესვერი გამოსცადა და რომელშიც ბუნდესვერმა თავისი თავი საბრძოლო მოქმედებებში გამოიჩინა“, - განაცხადა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა.

 

1-ელ მაისს შეერთებულმა შტატებმა ავღანეთიდან ჯარის გაყვანა ოფიციალურად დაიწყო. 14 აპრილს აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ავღანეთიდან ამერიკული ჯარების გამოყვანა გამოაცხადა.

 

„დროა, დასრულდეს ამერიკის ყველაზე ხანგრძლივი ომი. დროა ამერიკული ჯარები ავღანეთიდან დაბრუნდნენ“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი