logo_geo
„როიტერი“: კანადის პროვინცია ბრიტანეთის კოლუმბიაში რეკორდული სიცხის გამო, ბოლო რამდენიმე დღეში სულ მცირე 233 ადამიანი გარდაიცვალა
- +

30 ივნისი. 2021. 23:02

 

 

სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, კანადის პროვინცია ბრიტანეთის კოლუმბიაში რეკორდულად მაღალი ტემპერატურის გამო, ბოლო რამდენიმე დღეში სულ მცირე 233 ადამიანი გარდაიცვალა.

 

აღნიშნულ ინფორმაციას  „როიტერი“ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

ბოლო ოთხი დღის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა ბრიტანეთის კოლუმბიაში 46°C-ს აღემატება.

 

ორშაბათს რეკორდული სიცხის გამო, პროვინციაში სასწავლო დაწესებულებები დაიხურა.

 

კანადის გარემოს დაცვისა და კლიმატური ცვლილებების სააგენტოს ცნობით, ჰაერის ტემპერატურამ რეკორდულ ნიშნულს კანადაში 1937 წელს, სასკაჩევანში მიაღწია, როდესაც ტემპერატურამ 45°ჩ შეადგინა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი