logo_geo
დონალდ ტრამპის გუნდმა სოციალური მედიის საკუთარი პლატფორმა, GETTR-ი წარადგინა
- +

2 ივლისი. 2021. 02:29

 

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გუნდმა სოციალური მედიის საკუთარი პლატფორმა, GETTR-ი წარადგინა.

 

ახალ სოციალურ ქსელს დონალდ ტრამპის ყოფილი მრჩეველი, ჯეისონ მილერი ხელმძღვანელობს. ახალი სოციალური ქსელის მუშაობის პრინციპი Twitter-ის მსგავსია.

 

GETTR-ში უკვე შექმნილია დონალდ ტრამპის ანგარიში, თუმცა უცნობია, ეკუთვნის თუ არა ის აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს და მიიღებს თუ არა ის მონაწილეობას ახალ სოციალურ ქსელში.

 

ახალი სოციალური ქსელის აპლკიკაცია Apple-სა და Google-ში უკვე ხელმისაწვდომია.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი