logo_geo
ჯო ბაიდენი: მაიამიში 12-სართულიანი შენობის ჩამონგრევის მიზეზი შესაძლოა გლობალური დათბობა ყოფილიყო
- +

2 ივლისი. 2021. 10:38

 

მაიამიში 12-სართულიანი შენობის ჩამონგრევის მიზეზი შესაძლოა გლობალური დათბობა ყოფილიყო. Fox News-ის ცნობით, ასეთი ვარაუდი აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა გამოთქვა.

 

თეთრი სახლის ლიდერმა ასევე აღნიშნა, რომ ამ ვერსიის დამადასტურებელი მყარი მტკიცებულებები არ აქვს. ამასთანავე, ბაიდენმა აღნიშნა, რომ არაა გამორიცხული, სახლი ზღვის დონის მატების გამო ჩამონგრეულიყო.

 

მაიამის მახლობლად მდებარე 12-სართულიანი შენობის ჩამონგრევის მიზეზის დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს. 2018 წლის საინჟინრო ანგარიშში ნათქვამია მიწისქვეშა პარკინგის ბეტონის, ასევე აუზის ქვეშ ბეტონის ფილის სერიოზული დაზიანების შესახებ. შენობის ჩამონგრევისას დაღუპულთა რიცხვი 16-მდე გაიზარდა.

 

big_banner
არქივი